ბაიერნი და ბარსელონა პსჟ-ს ტალანტს აკვირდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი და ბარსელონა პსჟ-ს ტალანტს აკვირდებიან


ბაიერნი და ბარსელონა პსჟ-ს ტალანტს აკვირდებიან
მიუნხენის "ბაიერნმა" და კატალონიის "ბარსელონამ" თვალი "პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ტალანტს, იასინ ადლის, დაადგეს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ გერმანული და ესპანური გრანდების ხელმძღვანელობა პარიზული კლუბის 17 წლის შემტევ ნახევარმცველს აკვირდებიან.

იასინ ადლი "პსჟ-ს" ახალგაზრდულ გუნდსა და საფრანგეთის 17 წლამდელთა ნაკრების რიგებში ირიცხება. ის ამპლუით შემტევი ნახევარმცველია, ტანმაღალი და ტექნიკურად დახვეწილი.

იასინს ხუმრობით "ფრანგი ფელაინი" შეარქვეს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო და არა სათამაშო სტილის, ვინაიდან ადლი რადიკალურად განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები