მათეუსმა ბაიერნს სამომავლოდ რამდენიმე მოთამაშე ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მათეუსმა ბაიერნს სამომავლოდ რამდენიმე მოთამაშე ურჩია


მათეუსმა ბაიერნს სამომავლოდ რამდენიმე მოთამაშე ურჩია
მიუნხენური გრანდის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა, "ბაიერნს" სამომავლოდ რამდენიმე მოთამაშის დამატება ურჩია.

"ამ ეტაპზე "ბაიერნს" მხოლოდ ლევანდოვსკის შემცვლელი სჭირდება. სუპერბომბარდირი "ბაიერნს" ნამდვილად არ სჭირდება, ვინაიდან რობერტი მსოფლიო კლასის თავდამსხმელია. საჭიროა მხოლოდ მისი დუბლიორი და ვფიქრობ, რომ ვედად იბიშევიჩს საამისოდ ყველაფერი აქვს.

იულიან დრაქსლერის სახელი "ბაიერნის" გვერდით ბოლო პერიოდში ხშირად მოიხსენიება, მაგრამ ის ჯერ "პსჟ-სა" და ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. თუმცა თუ იულიანი პარიზში თავს ცუდად იგრძნობს, მან იცის, რომ ბუნდესლიგაში დაბრუნება კარგი გამოსავალი იქნება.

პულიშიჩიც დიდებული ვარიანტია, ვინაიდან მას ორივე ფლანგზე შეუძლია მოქმედება და გუნდისთვის ძალიან სასარგებლო მოთამაშეა", - განაცხადა მათეუსმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ლოთარ მათეუსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები