აგუერომ კრესპოს გადაასწრო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აგუერომ კრესპოს გადაასწრო


აგუერომ კრესპოს გადაასწრო
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, სერხიო კან აგუერომ, ლეგენდარული ერნან კრესპოს შედეგი გააუმჯობესა.

"ალბისელესტემ" დღეს კრასნოდარში ნიგერიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც სენსაციურად 2:4 წააგო.

სერხიო აგუერომ კი მოედანზე პირველი 45 წუთი დაჰყო და ერთი გოლის გატანა მოასწრო. ეს მისთვის ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი 36-ე ბურთი გამოდგა და ამ მაჩვენებლით იგი არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში სუფთა მესამე ადგილზე გადავიდა.

29 წლის სერხიომ ერნან კრესპოს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 35 გოლია. ახლა აგუეროს წინ გაბრიელ ბატისტუტა (54) და ლიონელ მესი (61) არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები