ბაიერნის ყოფილი მოთამაშე: "დროა რიბერიმ კარიერა დაასრულოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნის ყოფილი მოთამაშე: "დროა რიბერიმ კარიერა დაასრულოს"


ბაიერნის ყოფილი მოთამაშე:
მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ჟან-პიერ პაპენი მიიჩნევს, რომ დროა ფრანკ რიბერიმ კარიერა დაასრულოს.

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ რიბერი ახლა ტრავმირებულია. 34 წლის ასაკში კი სერიოზული დაზიანების შემდეგ დაბრუნება რთულია. ვფიქრობ, მას გამოჯანმრთელების შემდეგაც ექნება პრობლემები.

ჩემი აზრით, რიბერის კარიერის დასასრული გვიახლოვდება და ეს მომდევნო ზაფხულს მოხდება", - განაცხადა პაპენმა.

34 წლის ვეტერანი ფრანგი ვინგერის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გაისად იწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები