VIDEO: დანიამ ირლანდია გაანადგურა - მსოფლიო ჩემპიონატისთვის 13-ვე ევროპული ნაკრები გაირკვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: დანიამ ირლანდია გაანადგურა - მსოფლიო ჩემპიონატისთვის 13-ვე ევროპული ნაკრები გაირკვა


VIDEO: დანიამ ირლანდია გაანადგურა - მსოფლიო ჩემპიონატისთვის 13-ვე ევროპული ნაკრები გაირკვა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის განმეორებით მატჩში ირლანდიამ დანია მიიღო და 1:5 დამარცხდა.

მე-6 წუთზე ანგარიში დაფმა გახსნა და ირლანდია წინ გაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ მასპინძლებმა 5 გოლი გაუშვეს.

29-ე წუთზე წონასწორობა კრისტენსენმა აღადგინა. 32-ე, 63-ე და 74-ე წუთებზე კრისტიან ერიქსენმა სამი გოლი გაიტანა.

საბოლოო წერტილი 90-ე წუთზე ნიკლას ბენდტნერმა პენალტით დასვა.

ამრიგად, ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 13-ვე ნაკრების ვინაობა გაირკვა: რუსეთი (მასპინძელი), საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, ისლანდია, შვეიცარია, ხორვატია, შვედეთი, დანია.

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები