კოუტინიოს ტრანსფერის შემთხვევაში, რაკიტიჩმა შეიძლება ბარსელონა დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიოს ტრანსფერის შემთხვევაში, რაკიტიჩმა შეიძლება ბარსელონა დატოვოს


კოუტინიოს ტრანსფერის შემთხვევაში, რაკიტიჩმა შეიძლება ბარსელონა დატოვოს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა შეიძლება გუნდი დატოვოს, თუ კლუბი "ლივერპულის" ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს დაიმატებს.

როგორც Diario Gol იტყობინება, ამ შემთხვევაში 29 წლის ხორვატი კატალონიელებს სხვა გუნდში გაშვებას მოსთხოვს, რადგან თამაში უნდა და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

ზაფხულში კატალონიურმა კლუბმა ინგლისელებს 25 წლის ბრაზილიელის თაობაზე რამდენიმე წინადადებით მიმართა, თუმცა "წითლებმა" ყველა შეთავაზება უარყვეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" იანვარში "ლივერპულს" ახალ წინადადებას გაუკეთებს.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, რაკიტიჩის სიტუაციას "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" აკვირდებიან.

ამ სეზონში რაკიტიჩმა "ბარსას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი შეაგდო და სამი საგოლე პასიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები