ბაიერნი ფრანგი მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი ფრანგი მცველით დაინტერესდა


ბაიერნი ფრანგი მცველით დაინტერესდა
"შტუტგარტის" უნიჭიერესი ცენტრალური მცველი, ბენჟამინ პავარდი, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მოხვდა.

მიუნხენური გამოცემა "TZ-Online" ავრცელებს, რომ "შტუტგარტის" 21 წლის მცველით "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა დაინტერესდა.

"შვაბები" ბუნდესლიგაში ამ ზაფხულს დაბრუნდნენ და პავარდმა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, რომ ბოლო სანაკრებო პაუზის დროს საფრანგეთის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს.

ბენჟამინ პავარდმა, რომელსაც დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები