ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი


ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

"ფეხბურთს ყველა თამაშობს, მაგრამ იგებენ გერმანელები, " - გარი ლინეკერი.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, 4-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა ამის ნათელი დასტურია. ფეხბურთი ყოველთვის წარმოუდგენელი იყო გერმანელების გარეშე. "ბუნდესნაკრები" მუდამ არის იმ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, სადაც მონაწილეობს, იგივე ეხება მიუნხენის "ბაიერნსაც".

გერმანულ მიწაზე უამრავი ლეგენდა და ეპოქალური ფეხბურთელი დაბადებულა. არიან ისეთებიც, რომლებიც წარმოშობით სხვა ეროვნების იყვნენ, თუმცა დიდება სწორედ გერმანელი მოთამაშის სტატუსით მოიპოვეს. გავიხსენოთ ყველაზე გამოჩენილი, შედეგიანი, ტიტულოვანი და უბრალოდ დასამახსოვრებელი ბუნდესფეხბურთელები.

10. მიროსლავ კლოზე

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1998-2016
კლუბები: ჰომბურგი, კაიზერსლაუტერნი, ვერდერი, ბაიერნი, ლაციო (599 მატჩი, 231 გოლი)
ნაკრებში: 137 მატჩი, 71 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (16 გოლი), გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 2 ბუნდესლიგა

კლოზეს რეკორდული 16-ვე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე



9. მიხაელ ბალაკი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1995-2012
კლუბები: კემნიცერი, კაიზერსლაუტერნი, ლევერკუზენი, ბაიერნი, ჩელსი (604 მატჩი, 148 გოლი)
ნაკრებში: 98 მატჩი, 42 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: 4 ბუნდესლიგა, პრემიერლიგა

8. ოლივერ კანი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1987-2008
კლუბები: კარლსრუე, ბაიერნი (780 მატჩი)
ნაკრებში: 86 მატჩი
მნიშვნელოვანი ტიტულები: ევროპის ჩემპიონი, 8 ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა

7. მატიას ზამერი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1985-1999
კლუბები: დრეზდენი, შტუტგარტი, ინტერი, დორტმუნდი (368 მატჩი, 100 გოლი)
ნაკრებში: 74 მატჩი, 14 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: ოქროს ბურთი, ევროპის ჩემპიონი, 3 ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა

6. იურგენ კლინსმანი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1981-1998
კლუბები: კიკერსი, შტუტგარტი, ინტერი, მონაკო, ტოტენჰემი, ბაიერნი, სამპდორია (614 მატჩი, 282 გოლი)
ნაკრებში: 108 მატჩი, 47 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ბუნდესლიგა

5. ლოთარ მათეუსი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1979-2000
კლუბები: გლადბახი, ბაიერნი, ინტერი, მეტროსტარსი (782 მატჩი, 204 გოლი)
ნაკრებში: 150 მატჩი, 23 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: ოქროს ბურთი, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 7 ბუნდესლიგა, სკუდეტო, გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით

4. კარლ-ჰაინც რუმენიგე

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1974-1989
კლუბები: ბაიერნი, ინტერი, სერვეტი (587 მატჩი, 293 გოლი)
ნაკრებში: 95 მატჩი, 45 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: 2 ოქროს ბურთი, ევროპის ჩემპიონი, 2 ბუნდესლიგა, 2 ჩემპიონთა თასი

3. პოლ ბრაიტნერი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1970-1983
კლუბები: ბაიერნი, რეალი, ბრაუნშვაიგი (369 მატჩი, 103 გოლი)
ნაკრებში: 48 მატჩი, 10 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 5 ბუნდესლიგა, ჩემპიონთა თასი, 2 ლა ლიგა

2. გერდ მიულერი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1963-1981
კლუბები: ნორდლინგენი, ბაიერნი, სტრაიკერსი (707 მატჩი, 653 გოლი)
ნაკრებში: 62 მატჩი, 68 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: ოქროს ბურთი, 2 ოქროს ბუცი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 4 ბუნდესლიგა, 3 ჩემპიონთა თასი, მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი (1974-დან 2006-წლამდე)

მიულერის საუკეთესო 5 გოლი კარიერაში


1. ფრანც ბეკენბაუერი

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი

წლები: 1964-1983
კლუბები: ბაიერნი, კოსმოსი, ჰამბურგი (709 მატჩი, 94 გოლი)
ნაკრებში: 103 მატჩი, 14 გოლი
მნიშვნელოვანი ტიტულები: 2 ოქროს ბურთი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 5 ბუნდესლიგა, 3 ჩემპიონთა თასი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები