ინტერს 16 წლის ბრაზილიელის შეძენა უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერს 16 წლის ბრაზილიელის შეძენა უნდა


ინტერს 16 წლის ბრაზილიელის შეძენა უნდა
"ინტერი" "ფლამენგოს" თავდამსხმელის, ლინკოლნის შეძენითაა დაინტერესებული, იტყობინება Tuttosport.

16 წლის ფორვარდს უმაღლეს დონეზე ჯერ ერთი შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული, მაგრამ სამჯერ მოხვდა ბრაზილიის ჩემპიონატის 2017 წლის გათამაშების მატჩების განაცხადში.

ლინკოლნი 17-წლამდელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის, რომელიც ბრაზილიამ მოიგო, საუკეთესო ბომბარდირი გახდა (5 გოლი 8 თამაშში).

გარდა ამისა, ბრაზილიელმა თინეიჯერმა ამავე ასაკის კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა, სადაც მისმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები აიღო, ხოლო მან 7 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები