რატომ წავიდა პეპე რეალიდან? - ფეხბურთელის მამამ სამეფო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ წავიდა პეპე რეალიდან? - ფეხბურთელის მამამ სამეფო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა


რატომ წავიდა პეპე რეალიდან? - ფეხბურთელის მამამ სამეფო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა
"ბეშიქთაშის" მცველის, პეპეს მამამ აღნიშნა, რომ "რეალი" მის შვილს ცუდად მოექცა.

მისი თქმით, მადრიდული კლუბი ცუდი ფინანსური პირობების მქონე კონტრაქტს სთავაზობდა ფეხბურთელს, რის გამოც ამ უკანასკნელმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

"დიდი კლუბები ფეხბურთელებისგან ყველაფერს იღებენ", - ციტირებს პეპეს მამის სიტყვებს Globo.

"როცა ფეხბურთელი იღლება, კლუბი მას ისე არ ექცევა, როგორც უნდა მოექცეს. ჩვეულებრივ, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ, მაგრამ პეპეს წინადადება არ მიუღია".

"მოგვიანებით, "რეალმა" ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზა, მაგრამ ფინანსური პირობები ცუდი იყო, ამიტომაც პეპემ წასვლა გადაწყვიტა".

ასე გამოიყურება პოლ გასკოინის შვილი


ქეცბაია მინაშვილს: "თქვენ ხართ დაბოღმილი"


რა გაუკეთა მესხმა პელეს?


ევროპის ყველაზე აგრესიული დერბები


ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება მაგიდის ჩოგბურთში


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლი გავიდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები