იუვენტუსი ვოლფსბურგის ნახევარმცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი ვოლფსბურგის ნახევარმცველით ინტერესდება


იუვენტუსი ვოლფსბურგის ნახევარმცველით ინტერესდება
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველმა, მაქსიმილიან არნოლდმა ზამთარში შეიძლება გუნდი დატოვოს.

როგორც Bild იტყობინება, "იუვენტუსი" 23 წლის ჰავბეკისადმი იჩენს ინტერესს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება.

ამ სეზონში არნოლდმა ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, "მგლების" ფეხბურთელის ანგარიშზე 2014 წელს გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებული ერთი მატჩიცაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები