მანჩესტერი ზაფხულში ბეილის ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერი ზაფხულში ბეილის ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდება


მანჩესტერი ზაფხულში ბეილის ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "რეალის" თავდამსხმელის, გარეტ ბეილის 2018 წლის ზაფხულში შეძენის ვარიანტს განიხილავს, იუწყება Times.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, უელსელის დამატება მანიკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს უნდა.

აქამდე არსებული ცნობით, მადრიდელები მზად არიან ფორვარდს ფასი დააკლონ და 69 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეელიონ.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს მხარეებმა ბეილის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გარეტი "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 159 მატჩი ჩაატარა და ტრავმა 24-ჯერ (!) მიიღო.

"სამეფო კლუბში" გადაბარგებამდე ბეილი "ტოტენჰემში" ასპარეზობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები