კონტემ საოცარ ფორმაში მყოფ მანჩესტერ სიტიზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტემ საოცარ ფორმაში მყოფ მანჩესტერ სიტიზე ისაუბრა


კონტემ საოცარ ფორმაში მყოფ მანჩესტერ სიტიზე ისაუბრა
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" ყველა იმ ტურნირის მოგება შეუძლია, სადაც მონაწილეობას იღებს.

მოგეხსენებათ, 11 ტურის შემდეგ, "ქალაქელები" ინგლისის ჩემპიონატს ლიდერობენ.

"მანესტერ სიტი" ყველა გუნდისთვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს, არამხოლოდ ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოშიც", - ციტირებს კონტეს სიტყვებს AFP.

"მათ შესანიშნავი გუნდი და ჩინებული მწვრთნელი ჰყავთ. "სიტის" სატრანსფერო ბაზარზე საოცარი სტრატეგია აქვს, კლუბმა იყიდა ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდი თვალსაჩინოდ გააძლიერეს".

"ამ გუნდს ნებისმიერი ტურნირის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლია", - დასძინა "არისტოკრატების" თავკაცმა.

ასე გამოიყურება პოლ გასკოინის შვილი


ქეცბაია მინაშვილს: "თქვენ ხართ დაბოღმილი"


რა გაუკეთა მესხმა პელეს?


ევროპის ყველაზე აგრესიული დერბები


ერთ-ერთი საუკეთესო მოწოდება მაგიდის ჩოგბურთში


ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლი გავიდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები