ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა?


ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა?
"ბაიერნის" ექს-მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც მიმდინარე სეზონში მიუნხენური კლუბიდან გაათავისუფლეს, იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა.

როგორც Football Italia იტყობინება, ამის თაობაზე საფეხბურთო აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ ისაუბრა.

ბრანკინი ირწმუნება, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ანჩელოტის დაუკავშირდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა წინადადებაზე უარი თავად ფედერაციის ხელძღვანელობის გაურკვეველი მდგომარეობის გამო თქვა.

შეგახსენებთ, "სკუადრა აძურა" უმწვრთნელოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები