შურლე: "ასე თამაშის უფლება არ გვაქვს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შურლე: "ასე თამაშის უფლება არ გვაქვს!"


შურლე:
დორტმუნდის "ბორუსიას" უნივერსალურმა შემტევმა, ანდრე შურლემ, "შტუტგარტთან" მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდი მკაცრად გააკრიტიკა.

"ასეთი თამაში ძალიან გვიცრუებს იმედებს. სწრაფი გაშვებული გოლის შემდეგ პირველ ტაიმში არც ისე ცუდად ვითამაშეთ და სამწუხაროა, რომ ერთზე მეტი ბურთ ვერ გავიტანეთ.

მეორე ნახევარი კი უბრალოდ საშინელი იყო. ასეთ მდგომარეობაში ასეთი თამაშის უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და მეორე გოლიც გავუშვით.

როგორც ტოპ-გუნდმა "ბორუსიამ" ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას და მეტოქეს საკუთარ კართან ამდენის უფლება არ უნდა მისცეს", - განაცხადა შურლემ.

"ყვითლები" გუშინ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "შტუტგარტთან" სტუმრად 1:2 დამარცხდნენ და ბუნდესლიგის ბოლო ხუთ ტურში მე-4 თამაში წააგეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ანდრე შურლე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები