იმობილე რომას წინააღმდეგ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იმობილე რომას წინააღმდეგ ითამაშებს


იმობილე რომას წინააღმდეგ ითამაშებს
რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, დღევანდელ რომაულ დერბიში მონაწილეობას მიიღებს.

იმობილე რომაულ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ ტრავმით დაუბრუნდა და იყო საშიშროება, რომ ჩირო "რომასთან" პრინციპულ დაპირისპირებას გამოტოვებდა.

თუმცა დღეს გაირკვა, რომ იმობილემ დაზიანება მოიშუშა და დერბიში სათამაშოდ მზად არის.

27 წლის იტალიელი ფანტასტიკურ ფორმაშია და 11 ტურში გატანილი 14 გოლით ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაციო ჩირო იმობილე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები