ალეგრი: "იტალიის ნაკრები? რა თქმა უნდა, არა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "იტალიის ნაკრები? რა თქმა უნდა, არა"


ალეგრი:
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარება გამორიცხა.

"იტალიის ნაკრები? რა თქმა უნდა, მტკიცე არა. ეს ჩემს გეგმებში შედის, მაგრამ არა ახლა. "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, აქ ბედნიერი ვარ და გუნდის მომავალზე უნდა ვიფიქრო.

ეროვნულ ნაკრებზე შეგვიძლია რამდენიმე წელიწადში ვისაუბროთ თუ რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა მომეცემა", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

50 წლის იტალიელ სპეციალისტს "ბებერ ქალბატონთან" ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები