ლევანდოვსკის დუბლი და ბაიერნის მორიგი გამარჯვება [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკის დუბლი და ბაიერნის მორიგი გამარჯვება [VIDEO]


ლევანდოვსკის დუბლი და ბაიერნის მორიგი გამარჯვება [VIDEO]
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "აუგსბურგი" მიიღო და ბავარიული დერბი 3:0 მოიგო.

ანგარიში 31-ე წუთზე არტურო ვიდალმა გახსნა, 7 წუთში კი ჩილელის პასით თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი კიმიხის ჩაწოდებით ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

იუპ ჰაინკესის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ახლა დორტმუნდის "ბორუსიას" 9 ქულით უსწრებს.

ბაიერნი 3:0 აუგსბურგი


გოლები: 1:0 - ვიდალი (31'), 2:0 - ლევანდოვსკი (38'), 3:0 - ლევანდოვსკი (49').

შემადგენლობები

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია; მარტინესი, ვიდალი (რუდი 80'); რობენი (ტოლისო 78'), ხამესი, ბერნატი (ალაბა 74'); ლევანდოვსკი.

აუგსბურგი: ჰიტცი; ოპარე, დანსო, გოველუვი, მაქსი; ხედირა, ბაიერი; ჰელერი (შმიდი 60'), გრეგორიჩი, კაიუბი (სტაფილიდისი 69'); ფინბოგასონი (ჟი 83').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები