ბუფონი და ბარძალი სამპდორიასთან მატჩს გამოტოვებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი და ბარძალი სამპდორიასთან მატჩს გამოტოვებენ


ბუფონი და ბარძალი სამპდორიასთან მატჩს გამოტოვებენ
ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანი მოთამაშეები, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარძალი, ხვალ "სამპდორიასთან" შეხვედრაში დაისვენებენ.

ეს "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის, გადაწყვეტილებაა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეების დასვენება სურს.

"ისინი კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ახლა ძალიან სერიოზულ იმედგაცრუებას განიცდიან. თუმცა ცხოვრება გრძელდება და ისინი ამ ყველაფერს დაძლევენ", - განაცხადა ალეგრიმ.

იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში შვედეთთან დამარცხდა და მუნდიალის საგზური 1958 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიპოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები