უელსელების ჭკვიანური ქმედება: რატომ არ აირჩიეს ქართველებმა ბოლო წამზე შერკინება? [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უელსელების ჭკვიანური ქმედება: რატომ არ აირჩიეს ქართველებმა ბოლო წამზე შერკინება? [VIDEO]


უელსელების ჭკვიანური ქმედება: რატომ არ აირჩიეს ქართველებმა ბოლო წამზე შერკინება? [VIDEO]
ბრიტანეთში გამართული დაძაბული და საინტერესო მატჩი უელსსა და საქართველოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 13:6 დასრულდა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე საქართველო გააქტიურდა და ძალიან ახლოს იყოს ლელოს დადებასთან.

დრო უკვე გასული იყო, როცა უელსელები 14 კაცით დარჩნენ. ქართველებს კი ჯარიმის უპირატესობა ჰქონდათ და შერკინება მოითხოვეს.

თუმცა უელსელებმა დაინახეს, რომ შერკინებაში მეტოქე ჯაბნიდათ, ჭკვიანურად მოიქცნენ და მეტოქეს ჯარიმის აუტზე გადატანა აიძულეს.

კერძოდ, სათადარიგოთა სკამზე მყოფმა 1-მა და 3-მა ნომრებმა ტრავმები მოიმიზეზეს და მოედანზე არ გამოვიდნენ. შესაბამისად, უელსელების მხრიდან შერკინების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელი იყო.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები