პრემიერ ლიგა. სიტიმ, ლივერპულმა და ჩელსიმ ადვილად იმარჯვეს [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრემიერ ლიგა. სიტიმ, ლივერპულმა და ჩელსიმ ადვილად იმარჯვეს [VIDEO]


პრემიერ ლიგა. სიტიმ, ლივერპულმა და ჩელსიმ ადვილად იმარჯვეს [VIDEO]
დღეს გაიმართა ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრები.

"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ლესტერი" ანგარიშით 0:2 დაამარცხა, "ქალაქელთა" მხრიდან თავი გაბრიელ ჟეზუსმა და კევინ დე ბრუინემ გამოიჩინეს.

ლესტერი 0 - 2 მანჩესტერ სიტი


გოლები: 1:0 - ჟეზუსი (45'), 2:0 - დე ბრუინე (49')

შემადგენლობები


ლესტერი: შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, მაგუაირი, ფუქსი; გრეი, იბორა (ოკაზაკი, 84'), ნდიდი, ოლბრაიტონი (იჰეანაჩო, 67'); მაჰრეზი (სლიმანი, 83'), ვარდი

სიტი: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი (მანგალა, 31'), კომპანი, დელფი; დე ბრუინე (გიუნდოგანი, 89'), ფერნანდინიო, დ. სილვა; სტერლინგი (ბ. სილვა, 84'), ჟეზუსი, სანე

გაფრთხილებები: კომპანი - მაგუაირი

ვიდეომიმოხილვა




იურგენ კლოპის შეგირდებმა "ენფილდზე" "წმინდანები" არ დაინდეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს - დუბლი გაიფორმა მოჰამედ სალაჰმა, ერთი ბურთი კი ფილიპე კოუტინიომ შეაგდო.

ლივერპული 3 - 0 საუთჰემპტონი


გოლები: 1:0 - სალაჰი (31'), 2:0 - სალაჰი (41'), 3:0 - კოუტინიო (68')

შემადგენლობები


ლივერპული: მინოლე; არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, მორენო; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო (ჩანი, 69'); სალაჰი (მილნერი, 80'), ფირმინო, მანე (ჩემბერლენი, 74')

საუთჰემპტონი: ფორსტერი; სედრიკი, ვან დეიკი, ჰუდტი, ბერტრანდი; რომეუ, დევისი; ტადიჩი (ოსტინი, 55'), ბუფალი (ვარდ-პროუსი, 69'), რედმონდი; ლონგი (გაბიადინი, 79')

გაფრთხილებები: ლოვრენი - რომეუ

ვიდეომიმოხილვა




"არისტოკრატებმა" სტუმრად "იადონებს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი გაიფორმა ედენ აზარმა, თითო-თითო გოლით კი თავები ალვარო მორატამ და მარკოს ალონსომ გამოიჩინეს.

ვესტ ბრომვიჩი 0 - 4 ჩელსი


გოლები: 0:1 - მორატა (17'), 0:2 - აზარი (23'), 0:3 - ალონსო (38'), 0:4 - აზარი (62')

შემადგენლობები


ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი; ჰეგაზი, ევანსი, გიბსი, მაკოლი; კრიხოვიაკი (იაკობი, 46'), ფილიპსი (მაკლეინი, 84'), ლივერმორი, ბერი; რონდონი, როდრიგესი (ბერგი, 70')

ჩელსი:
კურტუა; კრისტენსენი, კეჰილი, ასპილიკუეტა; ალონსო, აზარი (პედრო, 71'), ფაბრეგასი (დრინკვოტერი, 67'), ბაკაიოკო, კანტე (ვილიანი, 77'), ძაპაკოსტა; მორატა

გაფრთხილებები:
რონდონი, იაკობი - აზარი, ფაბრეგასი, მორატა

ვიდეომიმოხილვა



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები