შტუტგარტს ორი მოთამაშე გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შტუტგარტს ორი მოთამაშე გამოაკლდა


შტუტგარტს ორი მოთამაშე გამოაკლდა
დორტმუნდის "ბორუსიასთან" გუშინდელ შეხვედრაში "შტუტგარტს" ორი წამყვანი მოთამაშე დაემტვრა.

"შვაბებმა" ბუნდესლიგის ახალ სეზონში დაუმარცხებელი საშინაო სერია გააგრძელეს და "ბორუსია" 2:1 დაამარცხეს, მაგრამ ეს გამარჯვება "შტუტგარტს" ჩადრაკ აკოლოსა და დანიელ გინჩეკის ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა.

გინჩეკმა მოედანი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ხოლო აკოლომ მეორე ნახევრის პირველ წუთზე დატოვა. დანიელს კუნთის პრობლემები აქვს, ხოლო ჩადრაკს - ტერფის.

"შტუტგარტი" ბუნდესლიგის მომდევნო თამაშს 24 ნოემბერს სტუმრად "ჰანოვერის" წინააღმდეგ ჩაატარებს და ორივე მათგანის თამაში საეჭვოა იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები