ბაიერნმა ბუნდესლიგაში 3 000 ქულა დააგროვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა ბუნდესლიგაში 3 000 ქულა დააგროვა


ბაიერნმა ბუნდესლიგაში 3 000 ქულა დააგროვა
მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურში "ალიანს არენაზე" "აუგსბურგი" 3:0 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

"რეკორდმაისტერი" გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 3 000 ქულიანი ზღვარი გადალახა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში 3 001 ქულა დაუგროვდა, რაც აბსოლუტური რეკორდია! მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის უმაღლეს ლიგაში ქულების დაგროვება 1965 წლიდან დაიწყო და 3 000 ქულის მისაღწევად 1 784 თამაში დასჭირდა.

მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ ბუნდესლიგაში ქულათა რაოდენობით დორტმუნდის "ბორუსია" (2 314) მოდის, ხოლო მესამე ადგილს ბრემენის "ვერდერი" (2 285) იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები