ბორუსიამ ბენედეტოს დაადგა თვალი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსიამ ბენედეტოს დაადგა თვალი


ბორუსიამ ბენედეტოს დაადგა თვალი
დორტმუნდის "ბორუსია" "ბოკა ხუნიორსის" ცენტრალური თავდამსხმელით, დარიო ბენედეტოთი, დაინტერესდა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, "ყვითლების" ხელმძღვანელობა ბენედეტოში პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს ხედავს, რომელიც გუნდს დიდი ალბათობით გაისად დატოვებს.

27 წლის არგენტინელმა ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 34 თამაშში 28 გოლი გაიტანა, არგენტინის პრიმერა დივიზონის მიმდინარე სეზონი კი 8 ტურში 8 გატანილი ბურთით დაიწყო.

დარიო ბენედეტოს "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები