დი ფრანჩესკო: "ნაინგოლანი სუპერგმირია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი ფრანჩესკო: "ნაინგოლანი სუპერგმირია"


დი ფრანჩესკო:
"რომას" მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, დღევანდელი დერბით კმაყოფილი დარჩა.

"ჩემი გუნდის თამაში სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო მანამ, სანამ "ლაციო" პენალტს მოიპოვებდა. 70 წუთის განმავლობაში ვხედავდი თუ როგორ დომინირებდა "რომა."

იმისათვის, რომ რაღაც სტრატეგიას მიყვე აუცილებელია, რომ იდეალურ ფიზიკურ კონდინციებში იყო და მუდმივ პრესინგს გაუძლო, რათა მეტოქეს კონტრშეტევების შანსი არ დაუტოვოს.

ბოლო ოც წუთში "ლაციომ" ფიზიკურად გვაჯობა და ამ პერიოდში გამარჯვება უდავოდ დაიმსახურა. თუმცა ჩემი გუნდის პრესინგითა და აგრესიული მოქმედებით აღფრთოვანებული დავრჩი.

ნაინგოლანმა დიდებული სამუშაო შეასრულა. მას ნინძას ეძახიან, მაგრამ რაჟა უფრო სუპერგმირია!", - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

"მგლებმა" მთავარი კონკურენტი 2:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე აღზევდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ეუსებიო დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები