ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?


ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?
"პსჟ" ჯერჯერობით დაუმარცხებელია, თუმცა ევროპული მედია მაინც მიწასთან ასწორებს ნეიმარს. უცხოურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ბრაზილიელმა ვარვსკვლავმა ხანმოკლე პერიოდში ყველა საფეხბურთო ცოდვა ჩაიდინა.

1. დაუმეგობრდა მხოლოდ ბრაზილიელ თანაგუნდელებს.

2. გააკრიტიკა უნაი ემერის სამწვრთნელო მეთოდები და რამდენჯერმე ღიად დაუპირისპირდა მას.

3. მოითხოვა სტანდარტების შესრულება (ჯარიმები, პენალტები).

4. მოახდინა მიკროტრავმების სიმულირება.

5. მოითხოვა ექსკლუზიური პირობები (ვარჯიშებზე არავინ ითამაშოს მის წინააღმდეგ უხეშად).

6. პირადად მოაგვარა კლუბის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საკითხი (როგორც თავის დროზე ეტოომ ანჟიში).

7. უკმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთში ცხოვრების გამო.

ნეიმარისა და კავანის ჩხუბი პენალტის გამო


რატომ არის "პსჟ"-დან წასვლა სისულელე

ნეიმარი მართლაც ძალიან ჭირვეულად იქცევა, თუმცა ფაქტია, რომ ყველაფრის მოგვარება მწვრთნელის შეცვლით შეიძლება. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ უნაი ემერის ხასიათისა და კლასის დამრიგებელი ვერ გაუმკლავდებოდა წუწუნა მეგა-ვარვსკვლავებს. "პსჟ" არ არის "სევილია", სადაც ევროპა ლიგის მოგების გამო გაგაღმერთებენ. არც ნეიმარი არის კონოპლიანკა.

პარიზული კლუბის სახელს სეზონის დასაწყისიდანვე უკავშირებენ სხვადასხვა მწვრთნელების სახელს. ყველაზე ხშირად ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტე და ლეონარდო ჟარდიმი ფიგურირებენ. ცნობილი ფაქტია, რომ ჟოზე დიდხანს არსად ჩერდება, დიდი ალბათობით გამონაკლისი არც "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. მითუმეტეს პრემიერლიგის სტრესული გარემოს შემდეგ, პარიზული მსუბუქი შვებულება მისწრება იქნებოდა.

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?

რაც შეეხება კონტესა და ჟარდიმს. ორივე მათგანმა ტრიუმფალურად ჩაატარა გასული სეზონი, თუმცა წელს "ჩელსისაც" და "მონაკოსაც" პრობლემები შეექმნა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მათ დათხოვნაზე საუბარი სისულელეა, თუმცა თუ სეზონმა ტიტულების გარეშე ჩაიარა, არაა გამორიცხული, რომ იტალიელს და პორტუგალიელს ახალი სამსახურის ძებნა მოუწიოთ.

მოურინიო, კონტე და ჟარდიმი ავტორიტარული ფილოსოფიის მიმდევრები არიან და კატეგორიულად გამორიცხავენ გუნდში გამოკვეთილი პრიმას არსებობას (ჟოზეს გაშვებული ვარვსკვლავების შესახებ საერთოდ წიგნის დაწერაც შეიძლება). მოკლედ, რომ ვთქვათ, სამივე მათგანს გააჩნია იმდენი გავლენა, რამდენიც საჭირო არის გუნდში ჭირვეულის მოსარჯულებლად. ემერი მსგავსი თვისებებით არ გამოირჩევა. ასე რომ, ბასკი მწვრთნელის გუნდიდან გაშვებით და საჭირო სპეციალისტის მოყვანით, "პსჟ"-ში კვლავ დაისადგურებს მშვიდობიანი ატმოსფერო.

ნეიმარმა უნაი ემერის ხელი არ ჩამოართვა



რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ყველაზე მთავარი, ნეიმარის შედეგი მოედანზე. ჯერჯერობით ბრაზილიელი ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნამდვილად არ უჩივის (13 მატჩი, 11 გოლი), თუმცა მის პერფომანსზე სერიოზულად საუბარი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების შემდეგ შეიძლება. ლიგა 1 და ჯგუფური ეტაპი ნეიმარის მასშტაბის მოთამაშისთვის არაფრის მსაზღვრელი არ არის.

აღსანიშნავია აგრეთვე ფაქტი, თუ რისთვის და რა ფასად არის მოყვანილი ბრაზილიელი პარიზში. შეიხები ახალი გუნდის აშენებას სწორედ ნეიმარის ირგვლივ აპირებენ, ამისთვის კი მინიმუმ რამდენიმე სეზონი არის საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრაზილიელში იმდენი ფულია გადახდილი, რამდენიც ჯერ არცერთ ფეხბურთელში არ გადახდილა. ნაკლებადსავარაუდოა, რომ არაბმა ინვესტორებმა 222 მილიონი გადაიხადეს, ისეთ ფეხბურთელში, რომლის მავნე ჩვევების შესახებ არაფერი იცოდნენ.

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?

რატომ არის "რეალში" გადასვლა შესაძლო რეალობა

მსგავსი მეგა-ტრანსფერის ალბათობა არსებობს. ცნობილი ფაქტია, რომ მოზარდობისას ნეიმარი და კოუტინიო "რეალს" გულშემატკივრობდნენ და სწორედ "ბლანკოსში" მოხვედრაზე ოცნებობდნენ. მართალია იმის მერე ბევრი რამ მოხდა ორივე ფეხბურთელის კარიერაში, თუმცა ვინ იცის, იქნებ ბავშვური ნატვრა ჯერ კიდევ ცოცხლობს გულში.

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?

რაც შეეხება თავად "რეალს". "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში დიდი ხანია უკვე არ ყოფილა მასშტაბური სიახლე. რონალდუმ გოლების გატანას მოუკლო, ბეილი შუშის კაცად იქცა, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მომავალ ზაფხულში "რეალში" ცვლილელები მოხდება.

ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, რამოსი და კაზემირო მიესალმებიან ნეიმარის ტრანსფერს. სიტუაციას ზიდანის პოზიციაც ამძაფრებს, რომელმაც "პსჟ"-ს ათიანი შეაქო და მის ყიდვა/არყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. ჟურნალისტები კი არ წყვეტენ საუბარს მომავალ ზაფხულს რონალდუს წასვლის შესახებ. დიახ, ჭორები "რეალის" ლიდერის შესახებ აქამდეც დადიოდა, თუმცა "ბლანკოსისა" და კრიშტიანუს კრიზისიანობის პერიოდში ეს ინფორმაცია უფრო მძაფრ ფერებს იძენს.

2018 წლის სატრანსფერო ზაფხული "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ფანჯარად უნდა გამოდგეს. "სამეფო კლუბს" დიდი ხანია არ გაუკეთებია მასშტაბური შენაძენი, პერესი კი ფინანსების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რონალდუს ან ბეილის შესაძლო გაყიდვით კი სატრანსფერო ფულის რესურსი კიდევ უფრო გაიზრდება.

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?

ამის გარდა, ფლორენტინოს ძალიან უყვარს მეგა-შენაძენების განხორციელება დიდი ტურნირების შემდეგ. 2002 წლის მუნდიალის მერე მან რონალდო იყიდა, 2010-ში მოვიდნენ მოურინიო, ოზილი და დი მარია. 2014-ში კი პერესმა მადრიდულ პუბლიკას ხამეს როდრიგესი აჩუქა. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის მუნდიალის შემდეგ, "რეალში" ახალი ვარვსკვლავი მოვა.

ნეიმარი რეალში, სისულელე თუ შესაძლო რეალობა?

"სამეფო კლუბში" გადასვლა ნეიმარისთვისაც ოპტიმალური ვარიანტი იქნება. "ბარსელონაში" მას რაც არ უნდა ექნა, ის მუდამ მეორე იყო (ზოგჯერ მესამეც). "პსჟ"-ში კი მეტისმეტად პირველია, უფრო სწორედ ერთადერთი. მსგავსი გარემოება ძალიან ცუდად მოქმედებს ფეხბურთელის მოტივაციაზე, რადგან ნეიმარისგან ხალხი უმაღლეს მწვერვალებს ელის. განახლებული "რეალი" წესით ის გარემო უნდა აღმოჩნდეს, სადაც ბრაზილიელი ვარვსკვლავი როგორც იქნა დაიმკვიდრებს თავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები