ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი


ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი
სპორტი და ნარკოტიკები ორი უკიდურესობაა, თუმცა სამწუხაროდ, არსებობენ სპორტსმენები, რომლებიც უარს არ ამბობენ აკრძალულ პრეპარატებზე. ნარკომანი მოთამაშეები ფეხბურთშიც არსებობდნენ და ახლაც არსებობენ. ამ სტატიაში ჩვენ გავიხსენებთ ყველაზე ცნობილ ნარკომან-ფეხბურთელებს, რომლებსაც აკრძალული პრეპარატის გამო კარიერა დაენგრათ.

10. პაოლო გერერო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

გერერო არ არის კოკაინის მომხმარებელი, თუმცა მის სისხლში აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც კოკას ფოთლებისგან მზადდება. პერუს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რაც იმას ნიშნავს, "ბაიერნის" ყოფილი ფორვარდი პერუელებისთვის სანატრელ მუნდიალს გამოტოვებს, რომელზეც ისინი 35 წელი არ ყოფილან.

9. რომან ერემენკო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მოსკოვის "ცსკა"-ს ლიდერს კოკაინი სისხლში გასულ სეზონში აღმოუჩინეს. დოზა იმდენად დიდი იყო, რომ სავარაუდოთ ფინელმა "ლევერკუზენთან" მატჩის დღესვე მოიხმარა ნარკოტიკი. ერემენკოს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. საკითხავია გააგრძელებს თუ არა ფინელი საერთოდ ფეხბურთის თამაშს მომავალში.

8. მარკ ბოსნიჩი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მე-20 საუკუნის ოკეანეთის საუკეთესო მეკარედ დასახელებული ბოსნიჩი თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის", "ასტონ ვილასა" და "ჩელსის" ღირსებას იცავდა. 31 წლის ასაკში მის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს, რის შედეგადაც 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მოგვიანებით ავსტრალიელი გამოტყდება, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდში ყოველდღიურად 10 გრამს იყნოსავდა.

7. ანჯელო პერუცი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

პერუცი ნარკო-სკანდალში თანაგუნდელ ანდრეა კარნევალესთან ერთად გაეხვია. იტალიელები 15 თვით დასაჯეს. კარნევალე იმ დროს 29 წლის იყო და დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, მან ვეღარ მოახერხა ჩვეულ დონეზე დაბრუნება. რაც შეეხება პერუცის, ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ნარკოტიკების გამო კარიერა არ დაენგრა. დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ, ანჯელომ იმდენს მიაღწია, რომ "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ძირითადი კიპერი გახდა და ბევრი მნიშვნელოვანი ტიტულიც მოიგო.

6. მარიო ჟარდელი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ბრაზილიელ გოლეადორს დოპინგ-შემოწმება არასდროს ჩაუგდია. ჟარდელმა კარიერის ბოლოს თავად გააკეთა სკანდალური განცხადება, რომლის თანახმადაც, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ის ღრმა დეპრესიაში იყო. მდგომარეობიდან გამოსასვლელად კი "სუპერმარიო" ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, მათ შორის კაზინოში თამაშსა და კოკაინის მოხმარებას.

5. ადრიანო

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ადრიანოს ისტორია ჟარდელისას გავს. ისევ დეპრესია, სასოწარკვეთა და აკრძალული პრეპარატების მოხმარება. "ინტერის" ათიანზე მამის გარდაცვალებამ იმოქმედა უარყოფითად, რის შემდეგაც მან ყველაფერს გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა არჩია. ადრიანო ძირითადად ალკოჰოლით იღუპავდა თავს, თუმცა ცნობები ნარკოტიკების მოხმარების შესახებ რეგულარულად ჩნდებოდა.

4. ადრიან მუტუ

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მუტუ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად ითვლებოდა. თავიდან ის "ინტერმა" შენიშნა, თუმცა იმ დროს გუნდში ირიცხებოდნენ რონალდო, ვიერი, ბაჯო, რეკობა და ზამორანო. ასე რომ შემადგენლობაში მოხვედრა არარეალური იყო. რუმინელი "პარმაში" გადავიდა, რის შემდეგაც რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი პირველი შენაძენი გახდა "ჩელსიში". 2004 წელს მის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს რის შედეგადაც 7 თვით მოკვეთეს ფეხბურთს. "არისტოკრატებმა" რუმინელთან კონტრაქტი გაწყვიტეს, თუმცა მომავალში მუტუმ მეტ-ნაკლებად შეძლო კარიერის რეანიმირება.

3. კლაუდიო კანიჯა

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

მარადონას საუკეთესო მეგობარი თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ შემტევად ითვლებოდა არგენტინაში, თუმცა კოკაინმა მისი კარიერა დაანგრიე. აღსანიშნავია, რომ კანიჯა კოკსზე ორჯერ იყო დაჭერილი, თავიდან ის 11 თვით მოკვეთეს ფეხბურთს, მეორედ კი უკვე 13-ით. ნარკო-სკანდალების შემდეგ მისმა კარიერამ მეორე ხარისხოვან გუნდებში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ 2000-2001 წლებში კანიჯა გიორგი ნემსაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი იყო შოტლანდიურ "დანდიში".

2. პოლ გასკოინი

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად შერაცხული გასკოინი მთელი კარიერის განმავლობაში არღვევდა რეჟიმს. მნიშვნელოვანი მატჩის წინა დღეს დაძაბულობის მოსახსნელად ის რამდენიმე ბილიკს იყნოსავდა და ბრენდის აყოლებდა. ნაბახუსევზე კი მის რაციონში ისევ კოკაინი იყო, მაგრამ ამჯერად ვისკისთან ერთად. ნარკოტიკებმა "გაზას" არა მხოლოდ კარიერა, არამედ ცხოვრებაც დაუნგრია. ახლა ის გაკოტრებულია და 49 წლის ასაკში მინიმუმ 20 წლით უფროსად გამოიყურება.

1. დიეგო მარადონა

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

არგენტინელი უგვირგვინო ფეხბურთის მეფე შეგვიძლია "ნარკომანი-ფეხბურთელის" ტენდენციის დამამკვიდრებლად მივიჩნიოთ. დიეგომ კოკაინის მოხმარება ევროპაში გადმოსვლისთანავე დაიწყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა. 1991 წელს მან დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რის შედეგადაც არგენტინელს კოკაინი აღმოუჩინეს. მარადონა ფორმის პიკში იყო, თუმცა სასჯელი ხომ ყველაზე ვრცელდება. "ნაპოლის" სიმბოლო ფეხბურთს 15 თვით მოკვეთეს, რის შემდეგაც მარადონას სახელოვანი კარიერის დასასრულის დასაწყისი მოხდა.

მარადონას ყველაზე ცნობილი გოლი ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ


კოკაინმა აგრეთვე მოსპო ფრანჩესკო ფლაკის, მარკ იულიანოსა და დანი ბენიტესის კარიერა. ჭორები დადიოდა აგრეთვე ელ ჰაჯი დიუფის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების შესახებ. სხვადასხვა დროს დოპინგ ტესტი ჩაუგდიათ ისეთ ვარვსკვლავებს, როგორებიც არიან ედგარ დავიდსი იაპ სტამი, ფერნანდო კოუტო, აბელ შავიერი და კოლო ტურე. ისინი არ იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებლები, თუმცა იღებდნენ პრეპარატებს, რომლის შემადგენლობაში აკრძალული ნივთიერებები იყო. 2003 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დოპინგ-ტესტზე არ გამოცხადების გამო რიო ფერდინანდს 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ფეხბურთში ნარკოტიკების მომხმარებელი მთავარი მწვრთნელიც არსებობდა. ეს იყო გერმანელი სპეციალისტი კრისტოფ დაუმი.

ტოპ 10 ნარკომანი ფეხბურთელი

90-იანების მიწურულს დაუმი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა. მან შექმნა ის ლევერკუზენის "ბაიერი", რომელიც მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიულერის მეთაურობით. 2000 წელს კრისტოფი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნულიყო, თუმცა ყველაფერი დოპინგ-ტესტმა ჩაშალა. დაუმი კოკაინის მომხმარებელი იყო და ეს კარგად იცოდა ფრანც ბეკენბაუერმა, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ლევერკუზენელი და მისი ეროვნულ გუნდში მოსვლის კატეგორიული წინააღმდეგიც იყო. სწორედ კაიზერ ფრანცის ინიციატივით გაუშვეს დაუმი ნარკო-შემოწმებაზე, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა.

სახალისო ფაქტი მოხდა 90-იანების შუაში ინგლისში. "ლივერპულის" ოქროს თაობის წარმომადგენლები რობი ფაულერი, პოლ ინსი, სტივ მაკმანამანი, დევიდ ჯეიმსი და ჯეიმი რედნაპი ცნობილი იყვნენ თავისი ღამის ცხოვრებისადმი სიყვარულით. სხვა გუნდის გულშემატკივრები მათ ნარკოტიკების მოხმარებასაც აბრალებდნენ. 1999 წელს ფაულერმა "წითლების" მოსისხლე მეტოქეს "ევერტონს" გაუტანა მორიგი ბურთი. გოლის აღნიშვნის პროცესი საკმაოდ ორიგინალური გამოდგა, ფაულერი საჯარიმო ხაზთან მივიდა და ცხვირით კოკაინის შეყნოსვის იმიტირება გააკეთა, რითაც დასცინა "კამფეტების" გულშემატკივრებს. ინგლისელმა ფორვარდმა ან ინციდენტის გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 60 000 ფუნტით დაჯარიმდა.

ფაულერის ორიგინალური გოლის აღნიშნვა. კოკაინის შეყნოსვის იმიტაცია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები