როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?


როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?
მესისა და რონალდუს მაისურის გარეშე სურათებს თუ შევხედავთ, დიდ სხვაობას შევნიშნავთ. პორტუგალიელი თითქოს სუპერგმირია ჰოლივუდის ფილმიდან, არგენტინელი კი ჩვეულებრივი ოფისის მუშაკი, რომელსაც ვარჯიშისთვის დრო არ აქვს.

ამ ანტონიმურობის გამო ჩამოყალიბდა ყალბი სტერეოტიპი, ვითომ რონალდუ 24 საათის განმავლობაში ცდილობს სხეულის სრულყოფას, მესის კი შეუძლია საერთოდ არ იაროს სპორტ დარბაზში და რაც მოესურვება ის ჭამოს, არგენტინელი ხომ ისედაც საუკეთესო იქნება.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

ამ მითს ამყარებს ყოფილი "ბარსელონელების" მოგონებანიც, რომლებიც მესისთან ერთად თამაშობდნენ. მაგალითად, ალეკსანდრ გლები იხსენებდა, რომ ლეო საერთოდ არ იწუხებდა თავს ვარჯიშებზე და ხშირ შემთხვევაში სირბილს ამჯობინებდა სიარულს.

შესაძლოა, რომ ყველაფერი მართლაც ესე იყო, მაგრამ 2014 წელს მოხდა 3 რადიკალური ცვლილება:

1. ლეომ მეორედ ზედიზედ გაუშვა ხელიდან ოქროს ბურთი, რითაც რონალდუ მას მიუახლოვდა.

2. არგენტინელის სისწრაფემ იკლო, რის მერეც მან ფლეიმეიქერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

3. ლა ლიგის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა "ბარსელონას" ფეხბურთელთა რაციონი. აღმოჩნდა, რომ მესი პიცისა და სპრაიტის მოყვარული იყო.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

ამ ყველაფრის შემდეგ, მესიმ დაიქირავა ორი სპეციალისტი: ფიზიოთერაპევტი მარსელო დ'ანდრეა და ნუტრიციოლოგი ჯულიანო პოზერი. მარსელოს მოყვანა ლეოს მარტინ დემიჩელისმა ურჩია. მესი მალევე მიხვდა, თუ რა დიდი მარგალიტი ჩაუვარდა მას ხელში.

ჯულიანო კი უნივერსალური ექიმია, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა არგენტინელი ვარვსკვლავის ორგანიზმი და კუნთები. იტალიელმა სპეციალისტმა ლეოსთვის შეიმუშავა კვების უმკაცრესი და ეფექტური გრაფიკი.

"რაციონი 5 პროდუქტისგან შედგება. წყალი, ზეთისხილი, ბოსტნეული, რომელიც არ არის დაბინძურებული პესტიციდებით, ხილი და თხილი. კატეგორიულად არ შეიძლება შაქარი, ის კუნთების მთავარი მტერია. აგრეთვე კვებიდან ამოღებულია ყველანაირი ცომეული. რაც შეეხება ხორცს, შეიძლება, მაგრამ პატარა რაოდენობით. მესის ორგანიზმსა და თამაშში ცვლილებებს ყოველ კვირას შენიშნავთ " - აცხადებს ჯულიანო.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

იტალიელის მეთოდებმა შედეგი მალე გამოიღო. 2015 წელს მესიმ 3,5 კილო დაიკლო, 102 მატჩში გაიტანა 98 გოლი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და დაიბრუნა ოქროს ბურთი.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

მიუხედავად იმისა, რომ შაქარი კატეგორიულად არის აკრძალული, სპორტსმენისთვის ის მაინც საჭიროა. "ოლიმპიაკოსთან" მატჩის დროს მესიმ გეტრიდან ამოიღო აბი და გადაყლაპა. არსებობს ორი ვერსია თუ რა იყო ეს: 1) გლუკოზა, რაც დატვირთვის დროს აუცილებელია. 2) კარამელი, რომელიც აგრეთვე ეხმარება ორგანიზმს რთულ პერიოდში.

მესი ოლიმპიაკოსთან მატჩის დროს


ერთადერთი პრობლემა, რაც პოზერმა ჯერჯერობით ვერ აღმოფხვრა არის მესის რეგულარული გულის რევა. ექიმმა უამრავი ტესტი ჩაუტარა არგენტინელს, თუმცა ხშირი ღებინების მიზეზი ვერ გაარკვია.

მესის მოედანზე გული ერევა


ამ ნიუანსს მათ თანამშრომლობაზე არ უმოქმედია, პირიქით, ლეოს რჩევით ჯულიანოს მიმართა გონსალო იგუაინმა და სერხიო აგუერომ. "იუვენტუსის" ფორვარდი წარმატებით ებრძვის ჭარბ წონას, "სიტის" ათიანი კი უფრო იშვიათად იღებს ტრავმას.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

რაც შეეხება მესის სპორტ დარბაზში სიარულს, არგენტინელი არ არის მძიმე რკინის თრევის მოყვარული, თუმცა სატრენაჟოროს რეგულარულად სტუმრობს. ლეო უბრალოდ დროს უთმობს ისეთ ვარჯიშებს, რაც მას მოგვიანებით მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე გამოადგება. ასე რომ, იმაზე საუბარი თითქოს მესი შორს იჭერს თავს ფიზიკური დატვირთვისგან არის სისულელე.

როგორ იკვებება და ვარჯიშობს ლიონელ მესი?

დიახ, ის ბუნებრივად არის უნიჭიერესი, თუმცა ოპტიმალური ფორმა მხოლოდ და მხოლოდ სწორი ვარჯიშისა და კვების შედეგია. არგენტინელი სხეულის ტონუსში ყოფნას რონალდუზე არანაკლედ დროს უთმობს, თუმცა მესი საფეხბურთო ასპექტებზე ფიქრობს, პორტუგალიელი შვიდიანი კი ზოგადად მთელს სხეულს ავითარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები