ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი


ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი
პორტუგალიის ნაკრები არასდროს ითვლებოდა ფეხბურთის გრანდად, თუმცა ყოველთვის ახლოს იყო ამ სტატუსთან. "ევროპელი ბრაზილიელების" აღორძინება მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო ლეგენდარული ეუსებიოთი და "ბენფიკათი". იმ დროს "არწივებმა" ორი ჩემპიონთა თასი მოიგეს.

შემდეგ იყო დუმილი, რომელმაც ათწლეულები გასტანა. პორტუგალიური ფეხბურთი რუკაზე 80-ანების მეორე ნახევარში დაბრუნდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ამჯერად "პორტომ" მოიგო, ახალგაზრდულ ნაკრებებში კი ტალანტები გამოჩნდნენ ლუიშ ფიგუსა და მანუელ რუი კოშტას სახით.

21-ე საუკუნეში "ევროპელი ბრაზილიელები" კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებად გვევლინება, "პორტო" ჟოზე მოურინიოს მეთაურობით კი მეორე ჩემპიონთა ლიგას იღებს. მთავარი წარმატება ბედისწერამ პორტუგალიელებს 2016 წლისთვის შემოუნახა.

კრიშტიანუ რონალდუმ და კომპანიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. გავიხსენოთ პორტუგალიური ფეხბურთის საუკეთესო წარმომადგენლები. ეს სტატია იმ მოთამაშეებსაც ეხებათ, რომლებიც წარმოშობით სხვა ქვეყნიდან იყვნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო სწორედ წითელ-მწვანე მაისური მოირგეს.

10. მანიშე

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1995-2011
კლუბები: ბენფიკა, ალვერკა, პორტო, დინამო მოსკოვი, ჩელსი, ატლეტიკო, ინტერი, კიოლნი, სპორტინგი (443 მატჩი, 64 გოლი)
ნაკრებში: 52 მატჩი, 7 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, ევროპის ვიცე-ჩემპიონი

მანიშეს ულამაზესი გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში


9. პედრო პაულეტა

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1990-2008
კლუბები: სანტა კლარა, ოპერარიო, ანგრენსე, მიკაელენსე, ეშტორილი, სალამანკა, დეპორტივო, ბორდო, პსჟ (527 მატჩი, 279 გოლი)
ნაკრებში: 88 მატჩი, 47 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ლა ლიგა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (2014 წლამდე), პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (2015 წლამდე)

8. ნუნუ გომეში

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1994-2013
კლუბები: ბოავიშტა, ბენფიკა, ფიორენტინა, ბრაგა, ბლექბერნი (609 მატჩი, 227 გოლი)
ნაკრებში: 79 მატჩი, 29 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი

7. პეპე

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 2001-დღემდე
კლუბები: მარიტიმუ, პორტო, რეალი, ბეშიქთაში (504 მატჩი, 27 გოლი)
ნაკრებში: 91 მატჩი, 5 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, 3 ლა ლიგა, 3 ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონი

6. დეკუ

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1996-2013
კლუბები: კორინთიანსი, ალვერკა, სალგუეიროსი, პორტო, ბარსელონა, ჩელსი, ფლუმინენსე (569 მატჩი, 95 გოლი)
ნაკრებში: 75 მატჩი, 5 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 3-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, 2 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, 2-ჯერ ბრაზილიის ჩემპიონი, ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-2 ადგილი)

5. ფერნანდუ პეიროტეუ

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1937-1949
კლუბები: სპორტინგი (334 მატჩი, 544 გოლი)
ნაკრებში: 20 მატჩი, 15 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 5-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, პორტუგალიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, სპორტინგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

4. მანუელ რუი კოშტა

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1990-2008
კლუბები: ბენფიკა, ფაფე, ფიორენტინა, მილანი (684 მატჩი, 97 გოლი)
ნაკრებში: 94 მატჩი, 26 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: პორტუგალიის ჩემპიონი, სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი

3. ლუიშ ფიგუ

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1989-2009
კლუბები: სპორტინგი, ბარსელონა, რეალი, ინტერი (795 მატჩი, 133 გოლი)
ნაკრებში: 127 მატჩი, 32 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ოქროს ბურთი, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი,4 ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, 4 სკუდეტო, ევროპის ვიცე-ჩემპიონი

2. ეუსებიო

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 1957-1979
კლუბები: სპორტინგ დე ლორენცო, ბენფიკა, ბოსტონი, მონტერეი, ტორონტო, ბეირა-მარი, ლას ვეგასი, უნიაო, ნიუ ჯერსი (575 მატჩი, 580 გოლი)
ნაკრებში: 64 მატჩი, 41 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: ოქროს ბურთი, ოქროს ბუცი,11-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონი, ჩემპიონთა თასი, მუნდიალის მე-3 ადგილოსანი, პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (2005 წლამდე), ბენფიკას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

1. კრიშტიანუ რონალდუ

ტოპ 10 ყველა დროის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი

წლები: 2002-დღემდე
კლუბები: სპორტინგი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი (733 მატჩი, 537 გოლი)
ნაკრებში: 147 მატჩი, 79 გოლი
მნიშვნელოვანი მიღწევები: 4 ოქროს ბურთი, 4 ოქროს ბუცი, ევროპის ჩემპიონი, 3 პრემიერლიგა, 2 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

რონალდუს კარიერაში საუკეთესო გოლი, რომელიც არ ჩაითვალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები