ყარაბახის მწვრთნელი: "ჩელსისთან შევეცდებით, რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყარაბახის მწვრთნელი: "ჩელსისთან შევეცდებით, რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ"


ყარაბახის მწვრთნელი:
"ყარაბახისა" და "ჩელსის" დაპირისპირების წინ კომენტარი აზერბაიჯანელთა მთავარ​მა მწვრთნელმა გურბანოვმა გააკეთა.

"რაც არ უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ყოველთვის ნომერ პირველი ტურნირ იქნება.

ვიცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება.

ხვალინდელ შეხვედრაში შევეცდებით, რომ გულშემატკივარს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ახლა მესამე ადგილზე არ ვფიქრობთ. მთავარია, ღ​ირსეული შედეგი დავაფიქსიროთ.

ლონდონში გამართულ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ყარაბახის მწვრთნელი იმიტომ ვარ, რომ ეს შეცდომები გამოვასწორო და ახალზე ვიფიქრო", - აცხადებს გურბანოვი.

"ყარაბახისა" და "ჩელსის" მატჩი 22 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

GOAL.GE-ს ჟურნალისტი სპეციალურად ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები