კურტუა: "მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე გავალთ, რადგან 16-ვე გუნდი ძლიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურტუა: "მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე გავალთ, რადგან 16-ვე გუნდი ძლიერია"


კურტუა:
"ყარაბახისა" და "ჩელსის" მატჩი წინ კომენტარი ლონდონელთა ძირითადმა მეკარემ ტიბო კურტუამ გააკეთა.

გუნდში კარგი განწყობაა. ბაქოში 2 დღ​ით ადრე ჩამოვფრინდით, რაც ძალიან კარგია და აქტიურად ვემზადებით ყარაბახთან შეხვედრისთვის.

გასულ მატჩს და ანგარიშს ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველანი ხვალინდელ მატჩზე ვართ გადართული. ყარაბახი კარგი გუნდია. მათ ატლეტიკოსთან ბრწყინვალედ ითამაშეს და ადვილი დაპირისპირება არ გველის.
 
რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ, თუმცა ამ სტატუსის დასადასტურებლად სწრაფი გოლის გატანა იქნება საჭირო.
 
ჩემპიონთა ლიგაზე პირველ და მეორე ადგილს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ფლეი-ოფში გასული 16-ვე გუნდი ძლიერია და მარტივი ბრძოლა არავისთან გვექნება.

ბაქო კარგი ქალაქია, აქ თბილი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. აქ 4 წლის წინ, ატლეტიკოსთან ერთადაც ვიყავი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა", - აცხადებს კურტუა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი "ყარაბახსა" და "ჩელსის" შორს, 22 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე შედგება.

GOAL.GE-ს ჟურნალისტი სპეციალურად ბაქოდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები