ოდო უდინეზეს მთავარი მწვრთნელი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოდო უდინეზეს მთავარი მწვრთნელი გახდა


ოდო უდინეზეს მთავარი მწვრთნელი გახდა
"უდინეზეს" ახალი მთავარი მწვრთნელი "მილანის" ყოფილი განაპირა მცველი, მასიმო ოდო, გახდა.

გუშინ "ზებრებმა" გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, ლუიჯი დელნერი, გაათავისუფლეს და დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე ოდო უხელმძღვანელებს.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს დაიწყო და ორი წელი "პესკარას" ავარჯიშებდა, რომელიც იტალიის სერია ა-ში ააღზევა.

13 ტურის შემდეგ "უდინეზე" იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში 12 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
უდინეზე მასიმო ოდო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები