კავანი: "მე და ნეიმარი მეგობრები არ ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანი: "მე და ნეიმარი მეგობრები არ ვართ"


კავანი:
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"გყავდეს კარგი მეგობრები - ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შენთან კულტურით ან პიროვნული თვისებებით არიან ახლოს.

მე და ნეიმარი კი მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ და თითოეულ ჩვენგანს ესმის, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ურუგვაელმა ფორვარდმა.

ედინსონ კავანისა და ნეიმარის ურთიერთობაზე პრესაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მათ შორის კონფლიქტური სიტუაციაა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ედინსონ კავანი ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები