მილანი შესაძლოა ევროთასებიდან მოკვეთონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანი შესაძლოა ევროთასებიდან მოკვეთონ


მილანი შესაძლოა ევროთასებიდან მოკვეთონ
უეფამ "მილანი" შესაძლოა ფინანსური ფეირ-ფლეის წესების დარღვევის გამო დასაჯოს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ წინა კვირას ოფისში "როსონერის" გენერალური დირექტორი, მარკო ფასონე, დაიბარა და მასთან გარკვეული საკითხების გარკვევა სცადა.

ესპანური გამოცემა "Marca" იტყობინება, რომ ფასონეს პასუხები უეფასთვის არადამაჯერებელი გამოდგა და მოსალოდნელია, რომ მილანური გრანდი დაისჯება.

სასჯელის მეთოდი კი მინიმუმ ფულადი ჯარიმა, მაქსიმუმ კი ევროთასებიდან მოკვეთა იქნება.

ამ ეტაპზე, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის საწყისი 13 ტურის შემდეგ, "მილანი" სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი მარკო ფასონე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები