რაჯი: "რანიერი იტალიისთვის იდეალური კანდიდატია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაჯი: "რანიერი იტალიისთვის იდეალური კანდიდატია"


რაჯი:
"მონაკოს" გამოცდილი მცველი, ანდრეა რაჯი, მიიჩნევს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერი იდეალური ვარიანტია.

"კლაუდიოს იდეალური პროფაილი აქვს.

ის არის პიროვნება, რომელიც უკან არასოდეს იხევს. ვფიქრობ, რანიერი იტალიის ნაკრებისთვის იდეალური კანდიდატია, ვინაიდან ის იტალიური ფეხბურთის ფილოსოფიას სრულიად შეეფერება", - განაცხადა 33 წლის რაჯიმ.

"სკუადრა აძურა", რომელიც 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვერ გავიდა, ახალი თავკაცის ძიებაშია და ერთ-ერთ კანდიდატად რანიერიც სახელდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები