რუდი: "ვაგნერი კარგი შენაძენი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუდი: "ვაგნერი კარგი შენაძენი იქნება"


რუდი:
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, სებასტიან რუდი, სანდრო ვაგნერის "რეკორდმაისტერში" შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

"სანდრო დიდებული ფეხბურთელია. ბოლო წლებში მან სერიოზულად მოუმატა და ეს ეროვნული ნაკრების რიგებში დაამტკიცა. ვფიქრობ, სანდრო "ბაიერნისთვის" კარგი შენაძენი იქნება.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში 90 წუთის მინდორზე გატარება ნებისმიერი მოთამაშისთვის რთულია, მაგრამ ის ნამდვილი მონსტრია და უნდა გვიხაროდეს, რომ ლევი ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს.

შუა სეზონში "ბაიერნში" გადმოსვლა რთული იქნება? არ ვიცი, ამაში არ ვარ დარწმუნებული. მე მიუნხენში ძალიან კარგად მიმიღეს და გავიგე, რომ აქ თავის დამკვიდრება არც ისე რთულია.

ვაგნერი კი "ბაიერნის" აღზრდილია და ჩემზე მეტი იცის. ასე, რომ ვფიქრობ, მისთვის ადაპტაცია სერიოზული პრობლემა არ იქნება", - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები