სუსო ტორინოსთან თამაშში დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუსო ტორინოსთან თამაშში დაბრუნდება


სუსო ტორინოსთან თამაშში დაბრუნდება
"მილანის" შემტევი ნახევარმცველი, სუსო, საკუთარ გუნდს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურში დაუბრუნდება.

"როსონერის" ესპანელმა ლეგიონერმა "ნაპოლისთან" ბოლო შეხვედრაში მუხლის დაზიანება მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

მილანური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, სუსი ვენის "აუსტრიასთან" ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს, სამაგიეროდ "ტორინოსთან" შეხვედრისთვის მზად იქნება.

სუსო "როსონერის" წამყვანი მოთამაშეა, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი სუსო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები