ზიულე: "ვგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიულე: "ვგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდობა"


ზიულე:
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლას ზიულემ, "რეკორდმაისტერში" გატარებული პირველი თვეები შეაფასა და აღნიშნა, რომ სრულიად კმაყოფილია.

"ვგრძნობ, რომ მწვრთნელი სრულ ნდობას მიცხადებს და ბევრ თამაშში ვიღებ მონაწილეობას. საპასუხოდ კი ვცდილობ, რომ მისი ნდობა გავამართლო.

დარწმუნებული ვარ, ბევრს არ სჯეროდა, რომ პირველ სეზონში ამდენ შეხვედრას ჩავატარებდი, მაგრამ მე საკუთარი თავის მჯერა. ვარჯიშებზე ჰუმელსისა და ბოატენგის სახით თანამედროვეობის ორ ყველაზე სრულყოფილ მცველს ვუყურებ და მათგან ბევრს ვსწავლობ.

ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან, ვარჯიშებზეც კი. გარდა ამისა, ფიზიკური ვარჯიშის გარდა მატსი და ჟერომი დიეტასაც აქტიურად იცავენ. ვცდილობ, რომ მათგან სასარგებლო თვისებები გადმოვიღო.

"ანდერლეხტთან" მატჩი? ეს ჩემპიონთა ლიგაა და როდესაც ჰიმნი გაისმება თითოეული მოთამაშე სრულიად კონცენტრირებული იქნება. კარგია, რომ მომდევნო ეტაპზე უკვე გავედით, მაგრამ ამ თამაშის მოგება გვსურს.

ამ ტურნირზე ყველა გუნდი სერიოზული ძალაა, ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ "სელტიკი" პარიზში "პსჟ-ს" ცხოვრებას გაურთულებს", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.

ნიკოლას ზიულე მიუნხენურმა გრანდმა ამ ზაფხულს "ჰოფენჰაიმიდან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა და ყველა ტურნირზე ერთად 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ნიკოლას ზიულე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები