ადებაიორი: "მანჩინი ცუდი მწვრთნელია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ადებაიორი: "მანჩინი ცუდი მწვრთნელია!"


ადებაიორი:
გამოცდილმა ტოგოელმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა, რობერტო მანჩინისთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

"მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის გასახდელში კონტროლის დაწესება არ შეუძლია.

მას შეუძლია, რომ ერთბაშად 25-ვე ფეხბურთელი ააღელვოს. მანჩინი მართლაც დიდებული მოთამაშე იყო, მაგრამ ის დიდებული მწვრთნელი არანაირად არ არის. კონკრეტულად არ აქვს მოგებული მას?

ყოველ კლუბში, რომელშიც ის მიდის, 40 ახალ ფეხბურთელს ყიდულობს. "სიტიში" ვიყავი, როდესაც მან ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი, კარლოს ტევესი და სერხიო აგუერო მოიყვანა...ხუთი მსოფლიო კლასის ცენტრალური ფორვარდი.

მას რომ ეთქვა აღარ მჭირდები და წადიო, მშვიდად წავიდოდი, მაგრამ მანჩინი მეუბნებოდა, რომ ვჭირდებოდი. ვფიქრობ, მანჩინის ამდენი ძლიერი მოთამაშე მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თვითონ ცუდი მწვრთნელია!", - აღნიშნა ადებაიორმა.

52 წლის იტალიელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტის" 2009-13 წლებში წვრთნიდა, ხოლო ადებაიორი "ცისფრების" ღირსებას 2009-12 წლებში იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები