ლინეკერმა ბენზემას კვლავ დასცინა: "ის დაბრუნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლინეკერმა ბენზემას კვლავ დასცინა: "ის დაბრუნდა"


ლინეკერმა ბენზემას კვლავ დასცინა:
BBC Sports-ის წამყვანმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში კარიმ მუსტაფა ბენზემაზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

დღევანდელ შეხვედრაში, "აპოელთან" ალჟირელი წარმოშობის ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა.

"ბენზემამ 2 გოლი გაიტანა, ის დაბრუნდა", - წერს ცინიზმით გარი ლინეკერი.

შეგახსენებთ, რომ ლინეკერსა და ბენზემას შორის სოც. ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზიდანმა ფრანგს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.

ზიდანის კომენტარზე ლინეკერმა ბევრი იცინა და სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.

ლინეკერმა ბენზემას კვლავ დასცინა: "ის დაბრუნდა"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები