ხავიმ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავიმ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა


ხავიმ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ყატარული "ალ სადის" ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც წლების მანძილზე "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, აღნიშნა, რომ ლიონელ მესიმ კარიერა კატალონიურ გრანდში უნდა დაასრულოს.

ესპანელის თქმით, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

"არ ვიცით, გააფორმა თუ არა ახალი კონტრაქტი, მაგრამ "ბარსას" პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უკვე გააკეთა", - ციტირებს ხავის სიტყვებს goal.com.

"მიუხედავად ამისა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია. მესის "ბარსა" სჭირდება, "ბარსას" კი განსაკუთრებით სჭირდება მესი. კარგი იქნება, თუ იქ კარიერის ბოლომდე დარჩება".

"როგორც "ბარსელონას" წევრი, მინდა, რომ ბოლომდე დარჩეს, ამ შემთხვევაში კი გუნდს ტიტულების მოგების მეტი შანსი ექნება. იგი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია", - დასძინა ესპანელმა.

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები