კუიტი: "ვან დეიკი ლივერპულს ძალიან მოუხდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუიტი: "ვან დეიკი ლივერპულს ძალიან მოუხდება"


კუიტი:
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ექს-თავდამსხმელი, დირკ კუიტი მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს, ვირჯილ ვან დეიკს "ლივერპულში" ყველაფერი გამოუვა.

აქამდე, პრესაში იწერებოდა, რომ "წითლები" ჰოლანდიელი მცველით ინტერესდებიან.

"ვირჯილს ვიცნობ, მასთან ერთად დაცვის ხაზში არ მითამაშია, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელია", - ციტირებს კუიტის სიტყვებს Sky Sports.

"ვნახოთ, რა მოხდება ზამთრის შესვენებისას ან სეზონის ბოლოს. არ მჭირდება იმის თქმა, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც "ლივერპულს" ძალიან მოუხდება".

"მას სწორი მენტალიტეტი აქვს და ჩინებული მცველია. "ლივერპულში" შესანიშნავად შეძლებდა თამაშს, მაგრამ ის არ ვარ, ვინც იმაზე უნდა ისაუბროს, გააძლიერებს თუ არა გუნდს იგი. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული", - დასძინა ჰოლანდიელმა.

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები