მოურინიო ბაზელთან მატჩში იბრაჰიმოვიჩს, პოგბასა და როხოს ათამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო ბაზელთან მატჩში იბრაჰიმოვიჩს, პოგბასა და როხოს ათამაშებს


მოურინიო ბაზელთან მატჩში იბრაჰიმოვიჩს, პოგბასა და როხოს ათამაშებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "ბაზელთან" გასამართ მატჩში მარკოს როხოს, პოლ პოგბასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოყენებას აპირებს.

მოგეხსენებათ, სამივე ზემოთნახსენებმა ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა ახალახანს მოირჩინა.

ამ სეზონში როხოს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ მიუღია, პოგბა სექტემბრის თვის დასაწყისში დაშავდა და 18 ნოემბერს, "ნიუკასლთან" (4:1) შეხვედრაში დაბრუნება გოლით აღნიშნა. იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, ზლატანი 20 აპრილიდან მოყოლებული ტრავმირებული იყო და ისიც "ნიუკასლთან" დაპირისპირებაში დაბრუნდა.

"წითელ ეშმაკუნებს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთვისა და პირველი ადგილის დაკავებისთვის დღევანდელ მატჩში მოპოვებული ქულაც ეყოფათ.

ცნობისთვის, "ბაზელი" - "მანჩესტერი" დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები