ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუმ მესის რეკორდი დაამხო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუმ მესის რეკორდი დაამხო


ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუმ მესის რეკორდი დაამხო
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, მადრიდის "რეალმა" გუშინ "აპოელი" გაანადგურა - 6:0.

ასე და ამგვარად, კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმში დუბლი გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

"რეალის" რიგებში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებულ 93 მატჩში თავი 98 გოლით გამოიჩინა.

რონალდუს მთავარი კონკურენტი, ლიონელ მესია - არგენტინელის ანგარიშზე, რომელსაც "ბარსელონას" მაისურით 119 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 97 გოლია.

ცნობისთვის, კრიშტიანუს თანაგუნდელმა, კარიმ ბენზემამაც დუბლი გაიფორმა და ამ რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა - ფრანგმა ბავარიელ ტომას მიულერს გადაასწრო.

ლიდერები ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების მიხედვით:

1. კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი") - 93 მატჩი, 98 გოლი
1. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 119 მატჩი, 97 გოლი
3. რაული ("რეალი") - 130 მატჩი, 66 გოლი
4. ალესანდრო დელ პიერო ("იუვენტუსი") - 89 მატჩი, 42 გოლი
5. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 79 მატჩი, 41 გოლი
6. ტომას მიულერი ("ბაიერნი") - 92 მატჩი, 40 გოლი

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები