შეუჩერებელი რონალდუ - კრიშტიანუმ გუშინ კიდევ ორი საოცარი მიღწევა დააფიქსირა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შეუჩერებელი რონალდუ - კრიშტიანუმ გუშინ კიდევ ორი საოცარი მიღწევა დააფიქსირა!


შეუჩერებელი რონალდუ - კრიშტიანუმ გუშინ კიდევ ორი საოცარი მიღწევა დააფიქსირა!
შეგახსენებთ, "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "აპოელთან" (6:0) გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა.

ფორვარდმა ჯგუფური ეტაპის საწყის ხუთ ტურში მოახერხა გოლის გატანა.

აქამდე, ეს მიღწევა მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა დაფიქსირებული - ალესანდრო დელ პიეროსა ("იუვენტუსი", 1995/96 წლების სეზონი) და სერგეი რებროვს (კიევის "დინამო", 1997/98 წლების სეზონი).

გარდა ამისა, რონალდუმ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავისი რეკორდიც გააუმჯობესა - კრიშტიანუს 32 შეხვედრაში აქვს გატანილი არანაკლებ ორი გოლი. მეორე ადგილზე "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესია 27 თამაშით.

კიდევ ერთი რეკორდი - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით 32 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს გაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

"რეალის" რიგებში კრიშტიანუს ლიგაზე ჩატარებულ 93 მატჩი აქვს ჩატარებული და 98 გოლი გატანილი.

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები