რონალდუ: "ბედნიერები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "ბედნიერები ვართ"


რონალდუ:
"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "აპოელთან" (6:0) გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, მადრიდელებმა საოცარი ფეხბურთი ითამაშეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს უეფა.

"ვიცოდით, რომ ამ მატჩში უნდა მოგვევო, რათა მომდევნო რაუნდში გავსულიყავით".

"ძალიან კარგად ვითამაშეთ, ექვსი გოლი გავიტანეთ, გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. ბედნიერები ვართ. სამუშაო შესრულებულია", - დასძინა "სამეფო კლუბის" ლიდერმა.

ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს


მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა


სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში


ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო


ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა


ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში


ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა


რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები