იაკუბუ აიეგბენიმ კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იაკუბუ აიეგბენიმ კარიერა დაასრულა


იაკუბუ აიეგბენიმ კარიერა დაასრულა
თავდამსხმელმა, იაკუბუ აიეგბენიმ კარიერის დასრულება დაადასტურა, იტყობინება Sky Sports.

ნიგერიელ ფეხბურთელს დღეს 35 წელიწადი შეუსრულდა, ბოლოს იგი "ქოვენთრის" ღირსებას იცავდა, სადაც ინგლისის ლიგა 1-ში გასულ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა.

იაკუბუს კარიერის მანძილზე "ჰაპოელის" (ქფარ-საბა), ჰაიფას "მაკაბის", "პორტსმუტის", "მიდლსბროს", "ევერტონის", "ლესტერის", "ბლექბერნის", "გუანჩჯოუ ფულის", "ალ რაიანის", "რედინგისა" და "კაისერისპორის" ღირსება დაუცვია.

ნიგერიის ნაკრებში იაკუბუს 57 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები