ჰამშიკს სიტის იმედი აქვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკს სიტის იმედი აქვს


ჰამშიკს სიტის იმედი აქვს
"ნაპოლის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი, იმედს გამოთქვამს, რომ "მანჩესტერ სიტი" ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასასვლელად დაეხმარება.

"იმისათვის, რომ ფლეი-ოფში გასვლის შანსები შეგვენარჩუნებინა, უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ. პირველი ტაიმი რთული გამოვიდა, ვინაიდან "შახტარი" კარგი გუნდია. თუმცა გატანილი ბურთის შემდეგ საქმე გაგვიმარტივდა.

ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და იმედი ვიქონიოთ, რომ "მანჩესტერ სიტი" მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარება", - განაცხადა ჰამშიკმა.

გუშინ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ნეაპოლურმა კლუბმა დონეცკის "შახტარი" შინ 3:0 დაამარცა და უკრაინულ კლუბს ურთიერთშეხვედრებში ჯობნის (3:2 ორი მატჩის ჯამში).

თუმცა "შახტარი" სამი ქულით კვლავ წინ არის, ამიტომ "ნაპოლის" ბოლო ტურში არამხოლოდ სტუმრად "ფეინოორდის" დამარცხება, არამედ ხარკოვში ჯგუფის ლიდერი "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებაც ესაჭიროება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მარეკ ჰამშიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები