ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა


ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტად გამოიყურება და ამას სტატისტიკაც მოწმობს.

გუშინ საღამოს, ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, პიტერ ბოშის გუნდი საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემთან" 1:2 დამარცხდა და საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა.

"ყვითლებმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის საწყის 5 ტურში უკვე 10 ბურთი გაუშვეს, რაც კლუბის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა.

დორტმუნდელები სტუმრად "ტოტენჰემთან" და შინ მადრიდის "რეალთან" ერთნაირი ანგარიშით (1:3) დამარცხდნენ, "აპოელს" ორჯერ ფრედ 1:1 ეთამაშნენ და ბოლოს ლონდონურ კლუბთან შინ 1:2 წააგეს.

"ბორუსია" გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები