ჟარდიმი: "ლაიფციგს გაუმართლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "ლაიფციგს გაუმართლა"


ჟარდიმი:
"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, "ლაიფციგთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

"საკუთარი შეცდომების გამო ძალიან სერიოზულად დავისაჯეთ და ვერ შევინარჩუნეთ ის დონე, რომელიც ამ ტურნირზე სათამაშოდ არის საჭირო.

მომდევნო წელს უფრო ძლიერად უნდა ვიასპარეზოთ. მოწინააღმდეგეს ორი სწრაფი ბურთის გატანის საშუალება მივეცით, რის შემდეგაც თამაშში დაბრუნება ძალიან რთული იყო.

იღბალიც მეტოქის მხარეს იყო, რადგან მათ მხოლოდ სამი ზუსტი დარტყმა განახორციელეს და ოთხი გოლის გატანა მოახერხეს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ტურნირის დებიუტანტ "ლაიფციგთან" შინ 1:4 განადგურდა და ჯგუფში ბოლო ადგილი გაიფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო ლეონარდო ჟარდიმი ლაიფციგი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები